ქოლ-ცენტრის გაყიდვების ჯგუფის უფროსი

21 მარტი - 21 აპრილი

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. "ოდისეას" წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება.

2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას დაემატა ახალი მიმართულება - ისრაელის პრემიუმ კლასის კოსმეტიკის "Mon Platin" ბრენდის სატელეფონო გაყიდვები, ადგილზე მიტანის სერვისით.

კომპანია "ოდისეა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრის გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** ყოველთვიური გეგმების შედგენა;
** გაყიდვების აგენტებისათვის გეგმების განაწილება/შესრულების კონტროლი;
** ბაზებთან მუშაობის დაგეგმვა/კონტროლი; 
** გაყიდვების ანალიზის საფუძველზე გაყიდვების გაუმჯობესებისათვის პროექტების/ინიციატივების შემუშავება;
** ასორტიმენტთან მუშაობა - აქტუალური პროდუქციის გამოვლენა/შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** პერიოდული რეპორტინგი კომპანიის ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით); 
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის/გუნდის მართვის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** გაყიდვების მიმართულებით 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
** ქოლ-ცენტრის მუშაობის გამოცდილება მენეჯერულ ან გაყიდვების პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა კარგ სამომამხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების განხილვა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge 2018 წლის 21 აპრილამდე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!