კურიერი

21 მარტი - 21 აპრილი

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. "ოდისეას" წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება.

2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას დაემატა ახალი მიმართულება - ისრაელის პრემიუმ კლასის კოსმეტიკის "Mon Platin" ბრენდის სატელეფონო გაყიდვები, ადგილზე მიტანის სერვისით.

პოზიცია: კურიერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
ანაზღაურება: 600 ლარი (ფიქსირებული, ხელზე ასაღები). 

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მითვლა საწყობიდან; 
** პროდუქციის მიწოდება დანიშნულების ადგილზე;
** ანგარიშსწორება მომხმარებელთან (ნაღდი ფულით);
** სალარო აპარატით მუშაობა;
** ჩაბარებული პროდუქციის აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები: 

** საკუთარი, ეკონომიური ავტომობილი (სასურველია ბუნებრივ აირზე მომუშავე);
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** თავაზიანობა
** კომუნიკაბელურობა
** მოწესრიგებულობა
** შრომისმოყვარეობა
** მუშაობის მოტივაცია
** ორგანიზებულობა
** ენერგიულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge 2018 წლის 21 აპრილამდე, ან მოიტანეთ CV ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურისგანხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!