ტენდერი ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით

17 ივლისი - 17 აგვისტო

სასტუმროს სისტემების კომპანია "ოდისია" (http://www.odissia.ge), რომელიც სასტუმრო ბიზნესს უზრუნველყოფს ამერიკული წარმოების სასტუმროს, რესტორნის და ონლაინ ჯავშნების სისტემებით, აცხადებს ტენდერს სასტუმროს ინდუსტრიის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით.

შერჩეული პირმა ან კომპანიამ უნდა განახორციელოს:

** ბაზრის კვლევა რომელიც მოიცავს თბილისში სასტუმროთა ჯავშნების სფეროში არსებულ ტენდენციებს, 
** თბილისში მდებარე სასტუმროების ანალიზი ბოლო წუთის გაყიდვებთან (last minute sales) დაკავშირებით
** უცხოელი ტურისტების ქცევის ანალიზი თბილისში ოთახების დაჯავშნასთან დაკავშირებით.

დაინტერესებულმა პირმა ან კომპანიამ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოს:

** მოკლე ინფორმაცია ჩატარებულ ბაზრის კვლევებთან დაკავშირებით
** აღწერილობა თუ როგორ განხორციელდება ტენდერით განსაზღვრული საკითხების შესწავლა
** კვლევის ჩატარების ვადა და ბიუჯეტი.

ტენდერზე განაცხადის წარდგენის ბოლო დღე: 2018 წლის 31 ივლისი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@odissia.ge