მძღოლი-კურიერი, სკუტერის მძღოლი

16 ივლისი - 16 აგვისტო

შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-კურიერის ან სკუტერის მძღოლის თანამდებობაზე თბილისის ფილიალისათვის.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

მძღოლი-კურიერის აუცილებელი მოთხოვნები:

** 50 წლამდე მამაკაცი; 
** საკუთრებაში არსებული მიკრო ავტობუსი (გამართულ მდგომარეობაში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

მძღოლი-კურიერის ანაზღაურება: 1000 ლარი (სამ თვიანი გამოსაცელი პერიოდი 900 ლარი).

სკუტერის მძღოლის აუცილებელი მოთხოვნები:

** 30 წლამდე მამაკაცი; 
** საკუთრებაში არსებული სკუტერი (გამართულ მდგომარეობაში)
** სკუტერის მართვის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სკუტერის მძღოლის ანაზღაურება: შეთანხმებით.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** კომუნიკაციის და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: HR-GE@np-int.com არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივლისისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.