კურიერი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

11 აპრილი - 11 მაისი

შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

1. კურიერი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს, სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიის პროფესიონალთა გუნდში:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შეთავსებადი სტუდენტებისთვის)
** ჯანმრთელობის დაზღვევას

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო/უმაღლესი
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის  გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა (დოკუმენტაციის გაფორმება).
**გაწეული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** კომუნიკაციის და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

2. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული წინადადებების პროექტების შემუშავება
** ახალი კლიენტების მოძიება და ბაზის შექმნა
** კლიენტთა ბაზის შესაბამისად მოლაპარაკებების წარმოება
** მიმაგრებული კლიენტთა ბაზის განვითარება და გაზრდა
** კლიენტთა ბაზის რესტრუქტურიზაცია
** გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების წარმოება
** მონაცემთა ბაზების დამუშავება
** გაყიდვების დადგენილი გეგმების შესრულება
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრეზენტაციის, დარწმუნებისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (ფ/ს აუცილებელი პირობა) შემდეგ მისამართზე:    gvantsa.norakidze@np-int.com არაუგვიანეს 2019 წლის 11 მაისისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.