კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი

02 აპრილი - 02 მაისი

შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიებს თბილისისა და ბათუმის ფილიალისათვის.

1. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი 

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია)

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული წინადადებების პროექტების შემუშავება
** ახალი კლიენტების მოძიება
** კლიენტთა ბაზის შესაბამისად მოლაპარაკებების წარმოება
** მიმაგრებული კლიენტთა ბაზის განვითარება და გაზრდა
** კლიენტთა ბაზის რესტრუქტურიზაცია
** გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების წარმოება
** მონაცემთა ბაზების დამუშავება
** გაყიდვების დადგენილი გეგმების შესრულება
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრეზენტაციის, დარწმუნებისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

2. ქოლ-ცენტრის ოპერატორი 

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური
** სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი
** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (1C და Excel-ის ცოდნა)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
** ელ. ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** შემომავალი ზარების გადამისამართება შესაბამის პირთან;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (ფ/ს აუცილებელი პირობა) შემდეგ მისამართზე: gvantsa.norakidze@np-int.com არაუგვიანეს 2019 წლის 02 მაისისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.