კონსულტანტი

12 აპრილი - 25 აპრილი

ონლაინ მაღაზია "nido.ge" ეძებს კონსულტანტს "თბილისი გალერიაში" სამუშოდ. 

კონსულტანტის მოვალეობას კანდიდატი შეასრულებს კვირაში 5 დღე (ნახევარი განაკვეთი), კვირაში 1 დღე ( სრული განაკვეთით - 11:00-20:00) იმუშავებს საბავშვო მაღაზიაში ("nido baby") და ასევე იქნება ჩართული FB გვერდის და ვებ-გვერდის მართვაში და კომპანიის სხვა მიმართულებებში.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 16:00 ან 16:00 - 22:00
ანაზღაურება: 400₾ + ბონუსი
სამუშაო ადგილი: "თბილისი გალერია", ნუცუბიძის ქუჩა (მონაცვლეობით)

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროსთან მუშაობა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, როგორც მაღაზიაში ასევე ონლაინ (ფეისბუქით) და ტელეფონით
** მაღაზიაში და ვებ-გვერდზე არსებულ პროდუქციაზე და ასორტიმენტზე მომხმარებლის ინფორმირება

მოთხოვნები:

** კარგი მეტყველება და კომუნიკაბელურობა
** ინგლისურის და რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სასურველია საცალო გაყიდვის სფეროში მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში გთხოვთ CV-ში მიუთითოთ ეროვნული გამოცდების შედეგები, ასევე გთხოვთ CV-ის გამოგზავნისას სათაურში მიუთითოთ "კონსულტანტი" .

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@nido.ge