გაყიდვების კონსულტანტი

05 აპრილი - 05 მაისი

სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზია "მაიდეი" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას. 

"მაიდეის" მიზანია დაეხმაროს მომხმარებლებს, გახადონ განსაკუთრებული მათთვის მნიშვნელოვანი ან უბრალოდ ჩვეულებრივი დღე.

მხოლოდ სიამოვნებით და სიხარულით შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება
** მაღაზიის სექციებში პროდუქციის განთავსება შიდა წესების დაცვით
** "მაიდეის" მუდმივად განახლებული პროდუქციის შესწავლა ზედმიწევნით
** მომხმარებლისთვის დაუვიწყარი მომსახურების შეთავაზება
** ემოციურად გაწონასწორებული და პოზიტიური მიდგომა ნებისმიერი სირთულის სიტუაციის მიმართ
** უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მუდმივად პოზიტიურობა და ენერგიულობა
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობა
** კომპიუტერისა და ოფისის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა
** ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა, რუსული ენა ჩაითვლება უპირატესად.

რა გელოდებათ "მაიდეიში":

** ძალიან სასიამოვნო სამუშაო გარემო,
** მეგობრული, აქტიური და მოტივირებული თანამშრომლები
** მოქნილი სამუშაო განრიგი
** განვითარების შესაძლებლობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის 37ლ
სამუშაო განრიგი: კვირაში 4 დღე
სამუშაო საათები: 09:30-21:30
ანაზღაურება: 350 ლარი (ნეტ) + საბონუსე სისტემა

თუ ფიქრობთ, რომ "მაიდეი" ადგილია, სადაც სიამოვნებით იმუშავებდით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hello@my-day.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.