დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი

11 აპრილი - 11 მაისი

სასტუმრო "მუზეუმი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრული სართულის დერეფნების დალაგება;
** საწმენდი საშუალებების ეკონომიურად გამოყენება;
** საწმენდი აპარატურის მოვლა;
** სტუმრების ოთახების დალაგება განრიგის მიხედვით, ოთახების სტუმრების მისაღებად გამზადება;
** შენობის სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

აუცილებელი მოთხოვნები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე:

** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პუნქტუალური; 
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე, ორგანიზებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; მოწესრიგებული;
** რეზიუმე შესაძლოა გამოაგზავნონ, როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე, ელ- ფოსტაზე hr@museumhotel.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.