ექიმი საინფორმაციო სამსახურის დეპარტამენტში

02 აპრილი - 01 მაისი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. "მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" ჩართულია ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას (http://www.mrcheveli.com)

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ექიმის ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის დეპარტამენტში

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 650 ლარი

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისურისა და რუსულის ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, თავაზიანობა, კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებული აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@mrcheveli.com 2019 წლის 1 მაისამდე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საინფორმაციო სამსახურის ექიმი-ოპერატორი".

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.