მაღაზიის მენეჯერი

01 ოქტომბერი - 11 ნოემბერი

იაპონური კომპანია "მინისო ჯორჯია" მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში, 3500- ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. მის მაღაზიებში წარმოდგენილია 8500-მდე სხვადასხვა სახეობის: ელექტრო აქსესუარი, კოსმეტიკა, პარფიუმერია, ჩანთები, სასაჩუქრე ნივთები, სათამაშოები, თეთრეული, სახლის აქსესუარები და საყოფაცხოვრებო ნივთი.

საქართველოს ბაზარზე "მინისო ჯორჯია" 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 13 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

იაპონური კომპანია "მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ადგილმდებარეობა: ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის რეალიზაციებში აქტიური ჩართულობა, მონიტორინგი;
** მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** მაღაზიის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში მიმდინარე ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა, კოორდინაცია;
** მაღაზიაში პერიოდულად აღწერების წარმოება;
** პროდუქციის დროული, რაოდენობრივად მართებული შეკვეთების მომზადება და მისი მიღების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ინგლისური, რუსული)
** სალარო ოპერაციების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: career@miniso.ge 2019 წლის 11 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.