საკრედიტო ექსპერტ-სტაჟიორი

17 ივლისი - 17 აგვისტო

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტ-სტაჟიორის თანამდებობაზე 

ადგილმდებარეობა: თბილისი 

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოზიდვა.
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
** სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
** შედეგებზე ორიენტაცია 

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (ბოლო კურსის სტუდენტი) სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

უნარები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კონფლიქტების არიდების უნარი;
** გეგმაზე შესრულებაზე ორიენტირებული;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.