ქოლ-ცენტრის ოპერატორი - დღის ცვლა

13 ნოემბერი - 20 ნოემბერი

"Menu.ge" არის კაფე-ბარებიდან და რესტორნებიდან ადგილზე მიტანის სერვისი, საქართველოს მასშტაბით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 24/7 მომსახურებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (დღის ცვლა) თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი სამუშაო განრიგი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი;
** ​მომხმარებლებისაგან შეკვეთების მიღება და დამუშავება, შესაბამისი ობიექტისათვის ოპერატიულად გადაცემის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, ონლაინ შეკვეთების დამუშავება;
** შეკვეთის შესრულების კონტროლი, მიღებიდან დასრულებამდე.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება(განიხილებიან სტუდენტებიც);
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ელფოსტაზე: hr@menu.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.