ფარმაცევტი

25 მარტი - 30 აპრილი

ფარმაცევტული კომპანია შპს "მედფარმა პლუსი" აცხადებს ფარმაცევტის ვაკანსიას ხაშურში.

შპს "მედფარმა პლუსი" მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც საბითუმო და საცალო რეალიზაციას ახორციელებს, როგორც სახელმწიფო დაკვეთების უზრუნველყოფისათვის, ასევე პირდაპირი კომერციული საჭიროებისათვის. ფირმის ლოჯისტიკური მომსახურება მოიცავს ორ მიმართულებას:

** საკუთარი პროდუქციის ლოჯისტიკას;
** სახელმწიფოს კუთვნილი მედიკამენტების შენახვას, დისტრიბუციასა და ბენეფიციარების უზრუნველყოფას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პრინციპები:

** მუდმივად ვუყუროთ ბიზნესს მომხმარებლის თვალით;
** ბიზნესის საზღვრები მუდმივად ჯდებოდეს ეთიკის საზღვრებში;
** ღირებულების ინოვაცია - მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს მისთვის კმაყოფილების მომტანი;
** სანდოობა - შეძენილი საქონლის შენახვის პირობების მაღალი სტანდარტების დაცვით, ხარისხის უზრუნველყოფა და შესაბამისად სანდოობის განმტკიცება.

ფარმაცევტის ვაკანსიისათვის აუცილებელი მოთხოვნებია: 

** ფარმაცევტული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
** აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** სანდოობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათთან ერთად მისამართზე: admin@medpharma.ge და სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონის დასახელება.

მეილი სათაურის გარეშე არ განიხილება!