სამედიცინო ცენტრი "Medicom" აცხადებს ვაკანსიას მოლარე -რეგისტრატორზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო საათები: 09:30 - 17:30
ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები) - ზრდის პერსპექტივით
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის ამბულატორიული ბარათის მოძებნა არქივში;
** პაციენტის ამბულატორიული ბარათების არქივირება ნუმერაციის მიხედვით შესაბამის საარქივო მასალებში;
** ამბულატორიული ბარათების რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
** კლინიკაში მოსული მომხარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ადრესაცია;
** რეგისტრაციის უფროსის და/ან კლინიკის მენეჯერისგან მიღებული დავალებების დროულად და ადექვატურად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სალარო აპარატის ცოდნა.
** პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@medicom.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .
"სამედიცინო ცენტრი Medicom" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოლარე-რეგისტრატორი
07 ნოემბერი -
07 დეკემბერი