მოლარე-რეგისტრატორი

07 ნოემბერი - 07 დეკემბერი

სამედიცინო ცენტრი "Medicom" აცხადებს ვაკანსიას მოლარე -რეგისტრატორზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო საათები: 09:30 - 17:30
ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები) - ზრდის პერსპექტივით

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ამბულატორიული ბარათის მოძებნა არქივში;
** პაციენტის ამბულატორიული ბარათების არქივირება ნუმერაციის მიხედვით შესაბამის საარქივო მასალებში;
** ამბულატორიული ბარათების რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
** კლინიკაში მოსული მომხარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ადრესაცია;
** რეგისტრაციის უფროსის და/ან კლინიკის მენეჯერისგან მიღებული დავალებების დროულად და ადექვატურად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალარო აპარატის ცოდნა.
** პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა. 

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@medicom.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .

"სამედიცინო ცენტრი Medicom" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.