მენეჯერი - გორი

17 ივლისი - 17 აგვისტო

შპს სამედიცინო ცენტრი "ციტო" აცხადებს ვაკანსიას გორში მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება;
** ბინაზე გამოძახებების აღრიცხვა;
** პაციენტების მონაცემების პროგრამული მართვა;
** რეგიონის მაშტაბით ექიმებთან და სამედიცინო ცენტრებთან ურთიერთობა;
** ხარისხის მართვის პროცესებში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო/ბიოლოგიური მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
** სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 - 17:00

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.