სტუმართმოყვარეობის ლიდერი

17 მაისი - 17 ივნისი

ჩვენ, "McDonald’s საქართველო", 1999 წლიდან ვოპერირებთ საქართველოში და წარმოვადგენთ ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში მომსახურების კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. დღეისათვის ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით ჩვენს 13 რესტორანში, როგორც თბილისსა და რუსთავში, ისე საქართველოს 3 რეგიონში. ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 1000-მდე ახალგაზრდას. კომპანიის კულტურა ეფუძნება პატივისცემასა და სამართლიანობას. ჩვენ ვაფასებთ ღია, კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას. 

ამჟამად, ბათუმის ფილიალისთვის ვეძებთ სტუმართმოყვარეობის ლიდერს.

რას გთავაზობთ:

** დინამიურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;
** უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

სტუმართმოყვარეობის ლიდერის პოზიციის ძირითადი ვალდებულებები:

** სტუმრების კეთილგანწყობით დახვედრა;
** სტუმრების ნაკადის მართვა;
** სტუმრების დახმარება გააკეთონ შეკვეთა ჩვენს რესტორნებში განთავსებულ კიოსკებთან;
** სტუმრებისათვის კონსულტაციის გაწევა მენიუს შერჩევაში;
** სტუმრებისათვის ჩვენი ახალი პროდუქტებისა და აქციების პრეზენტირება;
** სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პროდუქტის ხარისხისა და მათი კვებითი ღირებულებების შესახებ; 
** სტუმართა შეკითხვებსა და მიმართვებზე რეაგირება, პასუხი და მათი დახმარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტირების კუთხით
** კვალიფიკაცია: სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში; კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარები: 

** ეფექტური კომუნიკაცია
** პროდუქტის პრეზენტირება
** მოლაპარაკებების მართვა
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანის განხორციელება
** სტრესულ გარემოში ადაპტირება
** ემოციების მართვა

უცხო ენა: 

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ა/წ 17 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mcdonalds.ge ელექტრონული წერილის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.