ლოგისტიკის პროექტების კოორდინატორი

17 მაისი - 17 ივნისი

ჩვენ, McDonald`s საქართველო, 1999 წლიდან ვოპერირებთ საქართველოში და წარმოვადგენთ ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში მომსახურების კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. დღეისათვის ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით ჩვენს 13 რესტორანში, როგორც თბილისსა და რუსთავში, ისე საქართველოს 3 რეგიონში. ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 1000-მდე ახალგაზრდას. კომპანიის კულტურა ეფუძნება პატივისცემასა და სამართლიანობას. ჩვენ ვაფასებთ ღია, კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას.

ამჟამად, ვეძებთ ლოგისტიკის პროექტების კოორდინატორს.

რას გთავაზობთ:

** დინამიურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;
** უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

სამუშაოს აღწერა:

** ლოგისტიკის მიმდინარე პროექტების კოორდინირება საჭირო ფუნქციონალების დროული ჩართვით და ვადების დაცვით;
** ლოგისტიკის ჭრილში ახალი პროექტების გაწერა;
** ლოგისტიკის პროცესების შესწავლა, აღწერა, ოპტიმიზირება და დანერგვა;
** ლოგისტიკური სიახლეების, ინოვაციების გაცნობა, შესწავლა და დანერგვა;
** კომპანიის საერთაშორისო პარტნიორების პროდუქციის ხაზის განვითარება
** ლოკალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება;
** სასაწყობე მეურნეობის მიმართულების განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნეს ადმინისტრირების განხრით
** ინგლისური ენა (C1)
** რუსული ენა (B2)
** MS Office, Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება FMCG სფეროში პროდუქტის განვითარებასა და პროექტების მართვაში. 

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი
** რამდენიმე დავალების კოორდინირებულად შესრულების უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@mcdonalds.ge 2018 წლის 29 მაისის ჩათვლით და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.