მექანიკოსი

07 ნოემბერი - 07 დეკემბერი

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. "მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე:

სამუშაო გრაფიკი: სრული
პოზიციის მდებარეობა: თბილისი, თორნიკე ერისთავის 5 

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგარების გეგმიური შემოწმება და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დანადგარების დროული შეკეთება და პრობლემის აღმოფხვრა;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობის კონტროლი;
** მიმდინარე სარემონტო ან სხვა შესასრულებელი სამუშაოს შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მის დაქვემდებარებაში შემავალი სივრცეების ყოველდღიური შემოვლა და მათი სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სავალდებულოა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად გადანაწილების შესაძლებლობა; 
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "მექანიკოსი ", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი 2018 წელი, 00:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!