მცხობელი

17 ივლისი - 17 აგვისტო

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. "მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული 
ანაზღაურება: 750 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლი; ხელზე ასაღები 600 ლარი)

ძირითადი მოვალეობები:

** ცომის მოზელვა, დაჭრა, ფორმირება და ცხობა;
** სხვადასხვა სახეობის ცომთან მუშაობა;
** ელექტრო დანადგარებთან მუშაობა;
** საამქროს ტექნოლოგ-მენეჯერის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში ღამის ცვლაში მუშაობა.

მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საცხობში;
** სქესი - მამრობითი;
** ასაკი 20-35 წლამდე;
** საშუალო განათლება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მცხობელი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ივლისი 2018 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!