კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

12 სექტემბერი - 27 სექტემბერი

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. "მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება HORECA სავაჭრო ქსელის მიმართულებით;
** შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება;
** პოტენციურ მყიდველებთან მჭიდრო და პროდუქტიული კავშირების დამყარება;
** კლიენტებთან რეგულარული იმეილ/სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტების მოწყობა;
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა
** გაყიდვების გეგმის შესრულება
** კომპანიის პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია კორპორატიულ მომხმარებლებთან ფუდის მიმართულებით გამოცდილება
** მართვის მოწმობა - ავტომობილი
** უცხო ენები - ინგლისური - სასურველია რუსულიც.
** ​საოფისე პროგრამები - MS Word, MS Excel, MS PowerPoint

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 27 სექტემბერი 2019 წელი, 24:00 საათი.

წარმატებას გისურვებთ!