HORECA მენეჯერი

13 სექტემბერი - 13 ოქტომბერი

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაციური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HORECA მენეჯერი.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** ჰორეკა ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკებების წარმოება და მათთან მჭიდრო, შედეგებზე ორიენტირებული ურთიერთობების აწყობა-განვითარება;
** კომპანიის პროდუქტებისა და პროცესების ზედმიწევნით კარგად შესწავლა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, სასტუმროს ბიზნესი, PR).
** სასურველია სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვებში (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას საკვები პროდუქტების ან ჰორეკა სფეროში).
** ენები - ქართული, ინგლისური, რუსული.
** საოფისე პროგრამები - MS Word, MS Excel, MS PowerPoint.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითოთ, სარგებლობთ თუ არა პირადი ავტომობილით და ხართ თუ არა თანახმა მის გამოყენებაზე ყოველდღიურ საქმიანობაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "HORECA მენეჯერი (თბილისი)", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2019 წელი.

წარმატებას გისურვებთ!