მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსი

22 ივნისი - 22 ივლისი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა; 
** არსებული რეპორტების ოპტიმიზაცია/სტანდარტიზაცია;
** შემოსული მოთხოვნების დამუშავება და სხვადასხვა ანალიტიკური ფაილების მომზადება;
** მონაცემთა სისწორის კონტროლი, ცვლილებების ანალიზი და შედარებების მექანიზმების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების ანალიტიკოსებთან კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით.
** ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირეტასობად
** სასურველია შესაბამის ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა, ენერგიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მათემატიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი;
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტით მისამართზე: hr@magniti.ge