გაყიდვების სპეციალისტი

02 აპრილი - 02 მაისი

ლობალური ბრენდი 3M-ის , Sacla International-ის, Sherwin Williams-OECE-ს და SMIRDEX-ის, Starline-ის, Scott-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

ჩვენი მიზანია მოტივირებული ადამიანების დასაქმება, რომლებიც შეძლებენ როგორც ფინანსური ასევე კარიერული თვალზასრისით მუდმივ წინსვლას. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ ფიქსირებულ ხელფასსა და ბონუსურ სისტემას, კარიერული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილმდებრეობა: თბილისი, წერეთლის გამზ. 41
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები

** ასაკი: 22-35 წლამდე
** ბაკალავრის ხარისხი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ჩაითვლება უპირატესობად)
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა
** მნიშვნელოვანია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება 
** შედეგებზე ორიენტირებული.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და ოპერატიულობა
** მიზანდასახული და ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიის პორთფელში არსებული პროდუქციის კარგად შესწავლა
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** კომპანიების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების დამყარება
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი თანამშრომლობა და კონტროლი
** პოტენციური კლიენტების მოზიდვაზე აქტიური ზრუნვა
** ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე
** კომპანიაში არსებულ გუნდთან სინქრონში მუშაობა
** არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება
** პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და მათი გაღრმავება

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: arqivi.m2m@gmail.com

გთხოვთ, "Subject"-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.