უმცროსი სესხის ოფიცერი

21 მაისი - 21 ივნისი

"კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოდგენილია 68 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

პოზიცია: უმცროსი სესხის ოფიცერი
მდებარეობა: თიანეთი

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის სესხის პირობების გაცნობა და შეთავაზება;
** კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
** სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
** საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცერის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
** გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება;
** მონიტორინგის პროცესში საგანვადებო სესხის შეთავაზება ყველა კლიენტზე;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატივის მქონე;
** ყურადღებიანი.

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი, გამოაგზავნე შენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება - "უმცროსი სესხის ოფიცრის ვაკანსია" (შესაბამის ფილიალში).

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 ივნისი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი