უმცროსი სესხის ოფიცერი

19 აპრილი - 02 მაისი

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სესხის ოფიცრის პოზიციაზე კასპში, ბორჯომში, ხაშურში, გორში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში.

"კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოგენილია 68 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია. 

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. 

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

** მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის სესხის პირობების გაცნობა და შეთავაზება;
** კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნვეყოფა;
** სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
** საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცერის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
** გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება; 
** მონიტორინგის პროცესში საგანვადებო სესხის შეთავაზება ყველა კლიენტზე;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში;

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატივის მქონე;
** ყურადღებიანი;

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი, გამოაგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება, მაგ. - "უმცროსი სესხის ოფიცრის ვაკანსია ბორჯომში".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 2 მაისი.