უმცროსი სესხის ოფიცერი - ხაშური, ბორჯომი

17 მაისი - 17 ივნისი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას. 

თანამდებობა: უმცროსი სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ხაშური, ბორჯომი

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

სამუშაო პირობები:

** პრაქტიკანტობის ვადა 1- 3 თვე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში გამოცდილების შესაბამისად;
** პრაქტიკანტობის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმება კრედოს ს/ც-ში.
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა; 
** სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; 
** საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
** საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა; 
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; 
** ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში. 

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
** ნებისმიერი სამუშაო გამოცდილება განიხილება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** პრაქტიკის გავლის შემდეგ აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა http://credo.ge/hr/application.php "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგ. სესხის ოფიცერი ქარელში).

გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნეთ არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისი.