უმცროსი განვადების ოფიცერი

08 აგვისტო - 22 აგვისტო
"კრედო ბანკი" ახალგაზრდებს გთავაზობთ შესაძლებლობას დასაქმდეთ თბილისში არსებულ ტექნიკის წამყვან და სხვა ბრენდული მაღაზიების ქსელში უმცროსი განვადების ოფიცრის პოზიციაზე აბაშაში.

კრედო ბანკი წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოდგენილია 67 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია. 

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. 

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

** კრედოს საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერების გაკეთება;
** კლიენტების სწორი მონაცემებით აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში;
** განვადების ბარათების გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
** მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
** კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტისთვის სათანადო ყურადღების დათმობა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
** კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების რეკლამირება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
** კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა გრძნობა;
** გუნდურობა;
** პროაქტიულობა.

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება - უმცროსი განვადების ოფიცერი აბაშაში.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 22 აგვისტო.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.