სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში

12 აპრილი - 25 აპრილი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** პროფესიულ ტრენინგებს.

თანამდებობა: სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში

ექვემდებარება: რეგიონულ იურისტს/იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს
სამუშაო ადგილი: ქვემო იმერეთის რეგიონი (ქუთაისი)

პოზიციის მიზანი: რეგიონალური იურისტისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის დახმარების გაწევა სასამართლო საქმის წარმოების პროცესსა და სხვა სამართლებრივ საკითხებში.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების ტექნიკური უზრუნველყოფა (ქსეროასლების გაკეთება/დამოწმება);
** იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაში შემომავალ წერილებსა და განცხადებებზე პასუხების მომზადება;
** სასამართლოში შესაგებლის/სარჩელის მომზადება და წარდგენა;
** სააღსრულებო საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიღება (დოკუმენტაციის მომზადება, მოვალეთა შესახებ ინფორმაციის მოძიება და ა.შ.);
** რეგიონულ იურისტთან ერთად, პრობლემურ მსესხებელებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აპრილი.