სესხის ოფიცერი

20 აპრილი - 10 მაისი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

თანამდებობა: სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ცაგერი

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა;
** სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
** საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
** საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
** სესხის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სესხის ოფიცერი ცაგერში).

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 მაისი, 2019 წ.