სესხის ოფიცერი

20 აპრილი - 05 მაისი

სს  "კრედო ბანკი" არის  კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია.  სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** პროფესიული ტრენინგებს.

თანამდებობა: სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: გურჯაანი

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

თანამდებობის მიზანი:

სესხის ოფიცერი პასუხისმგებელია ნეგატიური ე.წ. "E" კატეგორიის კლიენტებისათვის სესხის მომსახურების განხორციელებაზე, სს "კრედო ბანკი"-ს (კრედო), საკრედიტო სტრატეგიის შესაბამისად. რისკიანი სესხის ოფიცერი პასუხს აგებს მისი პორტფელის ეფექტურ მართვასა და კლიენტების მხრიდან სასესხო შენატანის დროული გადახდის უზრუნველყოფაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** "კრედოს" ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.  

ძირითადი:

** "E3"  კატეგორიის კლიენტების მოზიდვა;  
** "E3" კატეგორიის კლიენტებისთვის ფსიქომეტრული ტესტირების ჩატარება;
** ტესტირების დადებით შედეგებზე დაყრდნობით კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** კლიენტის მხარდაჭერა დოკუმენტაციის მომზადებაში;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა პრობლემური სესხის დაფარვის საკითხში და შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტთან მოლაპარაკებაში ჩართულობა;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისთვის;  
** სესხის გაცემის პროცესში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** ახალი სესხის ოფიცრების დატრეინინგება;
** კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** მომსახურების სტანდარტების შესრულება;
** "კრედოს" ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.  

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია განხრები: ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, სამართალი;
** აუცილებელია ფინანსურ ინსტიტუტში საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2019 წლის 5 მაისისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. "სესხის ოფიცერი გურჯაანში").