საბანკო პროდუქტების და მომსახ. განვითარების უმც. მენეჯერი

24 ივლისი - 24 აგვისტო

"კრედო ბანკი" არის წარმატებული ორგანიზაცია, რომელმაც საბანკო ლიცენზია მიიღო 2017 წელს. საქართველოში "კრედო ბანკი" წარმოდგენილია 68 ფილიალით.

ჩვენ ვეძებთ საბანკო პროდუქტების და მომსახურების განვითარების უმცროს მენეჯერს, საცალო ოპერაციების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
მუშაობის დაწყების თარიღი: 02/09/2019

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ბენეფიტების პაკეტს.

პოზიციის მიზანი:

საბანკო მომსახურების და პროდუქტების განვითარების უმცროსი ოფიცერი პასუხისმგებელია, სს "კრედო ბანკის" დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

ზოგადი:

** "კრედოს" ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა. 

სამუშაო აღწერილობა:

** ტესტირების და UAT ტესტირების პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
** UAT ტესტირების საჭიროების შემთხვევაში ტესტირების სცენარების მომზადება და ადმინისტრირება;
** განყოფილების მიერ ინიცირებული პროექტების და ცვლილებების პორტფელის კონტროლი და ინფორმაციის პერიოდული განახლება;
** ინიცირებული პროექტების და ცვლილებების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება შესაბამისი განყოფილებების და პასუხისმგებელი პირებისგან;
** ძირითადი საბანკო პროგრამების დახვეწასა და ოპტიმიზაციაში აქტიური მონაწილეობა;
** მომსახურების პროცესების და არასაკრედიტო პროდუქტების დანერგვის კოორდინაციაში აქტიური ჩართულობა;
** საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შექმნის, რედიზაინში და ოპტიმიზაციის პროცესებში ჩართულობა;
** არასაკრედიტო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ჩართულობა, ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში ჩართულობა;
** პროდუქტების და მომსახურების მიწოდების ალტერნატიული/დისტანციური არხების (ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი და სხვა) ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული დამატებითი ფუნქციების შესრულება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით;
** ბანკში არასაკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ტესტირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საბანკო პროგრამების ცოდნა;
** საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება;
** კარგი ორგანიზაციული უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის და პრობლემათა ეფექტური გადაჭრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

CV-ების გამოგზავნა შეგიძლიათ 6 აგვისტოს ჩათვლით, ელფოსტაზე: cv@credo.ge

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება - "საბანკო პროდუქტების და მომსახურების განვითარების უმცროსი ოფიცერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.