რისკიანი სესხის ოფიცერი - თელავი

15 თებერვალი - 15 მარტი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას. 

თანამდებობა: რისკიანი სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თელავი

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

თანამდებობის მიზანი: 

რისკიანი სესხის ოფიცერი პასუხისმგებელია ნეგატიური ე.წ. "E" კატეგორიის კლიენტებისათვის სესხის მომსახურების განხორციელებაზე, სს "კრედო ბანკი"-ს (კრედო), საკრედიტო სტრატეგიის შესაბამისად. რისკიანი სესხის ოფიცერი პასუხს აგებს მისი პორტფელის ეფექტურ მართვასა და კლიენტების მხრიდან სასესხო შენატანის დროული გადახდის უზრუნველყოფაზე. 

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა. 

სპეციფიკური:

** საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლეების, ცოდნა და დაცვა; 
** კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);

ძირითადი:

** "E3" კატეგორიის კლიენტების მოზიდვა; 
** "E3" კატეგორიის კლიენტებისთვის ფსიქომეტრული ტესტირების ჩატარება;
** ტესტირების დადებით შედეგებზე დაყრდნობით კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება; 
** კლიენტის მხარდაჭერა დოკუმენტაციის მომზადებაში;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა პრობლემური სესხის დაფარვის საკითხში და შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტთან მოლაპარაკებაში ჩართულობა;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის; 
** სესხის გაცემის პროცესში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში; 
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; 
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** ახალი სესხის ოფიცრების დატრეინინგება;
** კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** მომსახურების სტანდარტების შესრულება;
** კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვით სწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია განხრები: ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, სამართალი;
** სასურველია ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2019 წლის 3 მარტისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. "რისკიანი სესხის ოფიცერი თელავი").