რჩეული სესხის ოფიცერი/სტაჟიორი

20 აპრილი - 05 მაისი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ 2017 წელს მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

თანამდებობა: რჩეული სესხის ოფიცერი (მცირე და საშუალო სესხები) - სტაჟირება
სამუშაო ადგილი: თელავი და გურჯაანი

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

პირობები სამუშაო გამოცდილების არ მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა: 3 თვე;
** პრაქტიკანტობის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

პირობები აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა: 2-3 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მოზიდვა;  
** "კრედოში" არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო   სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებასა და გაყიდვებში ჩართულობა;
** კლიენტის ბიზნესის ანალიზში და შეფასებაში რჩეული სესხის ოფიცრისთვის დახმარების გაწევა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** მსესხებლების გაზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის,  ცოდნა და დაცვა;
** კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენის შესაძლებლობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა);
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;  
** ძლიერი მოტივაცია და განვითარების მიღწევის სურვილი.
** პრაქტიკის გავლის შემდეგ აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (რჩეული სესხის ოფიცერი გურჯაანში).

გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნეთ არაუგვიანეს 2019 წლის 5 მაისისა.