ქოლ-ცენტრის ოპერატორი

17 ივლისი - 17 აგვისტო

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

კომპანია აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო დრო: მცოცავი გრაფიკი (4 თვეში 1 თვე ღამის ცვლა)

პოზიციის მიზანი: ქოლ-ცენტრის ოპერატორი უზრუნველყოფს ორგანიზაციის პოტენციური მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურებას, მათი მაქსიმლური კმაყოფილების მიზნით, ახდენს კომპანიის ცნობადობის, ეფექტურობის და პროდუქტიულობის ზრდას და ეხმარება კომპანიას, გაზარდოს ლოიალურობის დონე. 

ძირითადი პასუხისმგებლობა: 

** შემოსული ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების დაცვით;
** განაცხადების დარგისტრირება;
** მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და კონსულტირება ბანკის პროდუქტების, პირობების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
** მომხმარებელთა მომსახურება ონლაინ ჩატის და სოციალური ქსელის მეშვეობით;
** მარკეტინგული კვლევების ხარისხიანად შესრულება და მენეჯერისითვის მიწოდება დადგენილ ვადებში;
** უკმაყოფილო მომხმარებლის მომართვის შემთხვევაში დროული რეაგირება და დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქოლ-ცენტრში, ან საბანკო სისტემაში კლიენტთა მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა სასაუბრო დონეზე).

უნარები:

** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** სასიამოვნო ხმის ტემბრი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
** ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული პიროვნება; 
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი; 
** აქტიური და ყურადღებიანი.

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 29 ივლისი