ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორი

17 ივლისი - 17 აგვისტო

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას. 

კომპანია აცხადებს ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორის ვაკანსიას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

სამუშაო ადგილის მიზანი: გამავალი ზარების მეშვეობით მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება, ორგანიზაციისა და მისი პროდუქტების ცნობადობის, ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

ძირითადი პასუხისმგებლობა: 

** მომხმარებლებთან ეფექტური და ხარისხიანი კომუნიკაციის დამყარება გამავალი ზარით, მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** მომხმარებელის ინფორმირება კომპანიაში დანერგილი სიახლეების შესახებ, - კომპანიის ფასდაკლებით მომსახურების შეთავაზება, სესხის პირობების დადებითი მხარეების გაცნობა და როგორც ახალ - აქტიურ, ასევე არააქტიური კლიენტების დარწმუნება, კრედოს პროდუქტებით სარგებლობაში;
** მომხმარებელთა დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაციისა და განაცხადების რეგისტრაცია ორგანიზაციის ერთიან ბაზაში;
** ყველა პოტენციური, აქტიური და წასული მომხმარებლისათვის დახმარების გაწევა მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქოლცენტრში, გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია).

უნარები:

** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** სასიამოვნო ხმის ტემბრი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
** ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული პიროვნება; 
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი; 
** აქტიური და ყურადღებიანი.

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია. 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 29 ივლისი