პროექტის მენეჯერი

06 ნოემბერი - 16 ნოემბერი

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სათაო ოფისში, პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ძლიერ, პროფესიონალ გუნდთან სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საცურაო აუზის და სავარჯიშო დარბაზის დაფინანსებას.

სამუშაო აღწერილობა:

** პროექტის საბოლოო წარმატების საზომი პარამეტრების შექმნაში მონაწილეობა;
** პროექტის დაკვეთისა და მისი მახასიათებლების ზუსტად და დეტალურად ჩამოყალიბება;
** პროექტების ვადების დადგენა, გუნდის და რესურსის ფორმირება;
** პროექტის გუნდის მართვა;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** პროექტის მსვლელობის შუალედური შედეგების განხილვა, სტატუს რეპორტების მომზადება;
** პროექტის მსვლელობისას დროის, ხარჯებისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
** დაგეგმილი პროექტის სისრულეში მოყვანა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** 2-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში;
** ბანკში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ზოგადი მენეჯმენტისა და პროექტების მენეჯმენტის სიღრმისეული ცოდნა;
** აუცილებელია გამოცდილება პროექტების მართვასა და განხორციელებაში;
** პროექტების მართვისას პროცესების დეტალური განხილვისა და აუცილებელი ცვლილებების განსაზღვრის გამოცდილება;
** ბიზნესისთვის საჭირო (საპროექტო) დოკუმენტაციის წარმოება Project Charter, Scope, WBS, etc;
** პრიორიტეტულია PMC და PMP სერტიფიცირება;
** დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS PowerPoint; (აუცილებელია MS Project-ის ცოდნა);
** ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარები, სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** გუნდის მოტივაციისა და ლიდერობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული, კრეატიული;
** გამოსავლის ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური, სწრაფი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 16 ნოემბრისა. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "პროექტის მენეჯერი".

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.