პრობლემური სესხის ოფიცერი

18 ოქტომბერი - 01 ნოემბერი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** საპენსიო დაზღვევას;
** პროფესიულ ტრენინგებს.

თანამდებობა: პრობლემური სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: კახეთის რეგიონში

სამუშაო ადგილის მიზანი:

პრობლემური სესხების ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მიერ გაცემული პრობლემური სესხების ადმინისტრირება/ამოღებაზე, რაც გამოიხატება სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით ორგანიზაციის ინტერესების დაცვაში, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
** საქმიანობის კოორდინირება რეგიონის მენეჯერთან და რეგიონალურ იურისტთან.
** სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონი ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
** აუცილებელია მართვის მოწმობა და ავტომობილი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი (მაგალითად: პრობლემური სესხის ოფიცერი კახეთში).

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი