პრობლემური სესხის ოფიცერი - ოზურგეთი

18 თებერვალი - 18 მარტი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

თანამდებობა: პრობლემური სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ოზურგეთი (გურიის რეგიონი-ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი)

სამუშაო ადგილის მიზანი:

პრობლემური სესხების ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მიერ გაცემული პრობლემური სესხების ადმინისტრირება/ამოღებაზე, რაც გამოიხატება სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით ორგანიზაციის ინტერესების დაცვაში, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
** საქმიანობის კოორდინირება რეგიონის მენეჯერთან და რეგიონალურ იურისტთან.
** სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებლებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მაგ: "სესხის ოფიცერი კასპში").

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 4 მარტი.