პრობლემური სესხის ოფიცერი - ამბროლაური, ცაგერი

30 ნოემბერი - 30 დეკემბერი

დამსაქმებელი: სს "კრედო ბანკი"
თანამდებობა: პრობლემური სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ამბროლაური და ცაგერი

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** დინამიურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** საპენსიო დაზღვევას;
** პროფესიულ ტრენინგებს.

სამუშაო ადგილის მიზანი:

პრობლემური სესხების ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის  მიერ გაცემული პრობლემური სესხების ადმინისტრირება/ამოღებაზე, რაც გამოიხატება   სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით  ორგანიზაციის ინტერესების დაცვაში, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
** საქმიანობის კოორდინირება  რეგიონის მენეჯერთან და რეგიონალურ იურისტთან.
** სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებლებთან და თავდებებთან  ვიზიტებზე სიარული, სატელეფონი ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიური განათლება)
** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად,  აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

თუ გაქვს მონდომება და განვითარების სურვილი, მაშინ შეავსე სააპლიკაციო ფორმა ან გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება  (მაგ. პრობლემური სესხის ოფიცერი ამბროლაურში და ცაგერში).

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 9 დეკემბერი