პრობლემური სესხების ოპერატორი

17 ივლისი - 17 აგვისტო

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას. 

კომპანია აცხადებს პრობლემური სესხების ოპერატორის ვაკანსიას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.

პოზიციის მიზანი: გამავალი ზარების მეშვეობით ვადაგადაცილებული სესხების მქონე მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება, ორგანიზაციის მიმართ არსებული ვალდებულების შემცირების მიზნით

ძირითადი პასუხისმგებლობა: 

** სატელეფონო ზარების განხორციელება პრობლემურ მსესხებელთან;
** პრობლემების იდენტიფიცირება; 
** მსესხებელთან მოლაპარაკებების წარმოება ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
** მომხმარებლის მონაცემთა დამუშავება და ანალიზი.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქოლცენტრში, პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობის ან გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია).

უნარები:

** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
** ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული პიროვნება; 
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი; 
** აქტიური და ყურადღებიანი.

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან გამოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 29 ივლისი