სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.
თანამდებობა: მომენტალური პროდუქტების მონიტორინგის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: გორი
სამუშაო ადგილის მიზანი:
მომენტალური პროდუქტების მონიტორინგის ოფიცრის მთავარი მიზანია ორგანიზაციის მასშტაბით განახორციელოს მომენტალურად დამტკიცებული პროდუქტების/განვადებების მონიტორინგი და სს "კრედო ბანკი"- ს (კრედო) საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად მონაცემები ასახოს შესაბამის ბაზებში.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
** დამტკიცებული მომენტალური პროდუქტების/განვადებების მონიტორინგის ხარისხზე პასუხისმგებლობის აღება;
** დამტკიცებული მომენტალური პროდუქტების/განვადებების განცხადების მონიტორინგი - სატელეფონო მოკვლევა განსაზღვრულ ვადებში;
** მონიტორინის შეეგად მიღებული მონაცემების ასახვა ბაზებში და შესაბამისი სტატუსის მინიჭება;
** მომენტალური პროდუქტების/განვადების დამტკიცებისას წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის, სხვადასხვა დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის შესაბამისობის შემოწმება;
** განყოფილების პოლიტიკის და პროცედურების სიზუსტის დაცვა.
სამუშაო გარემო
** კრედო ბანკის ფილიალი
** საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება მივლინებების სიხშირე.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
** უმაღლესი განათლება;
** ბანკში, ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა კარგად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია ექსელის ცოდნა);
** ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შემჭიდროვებულ ვადებში და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2018 წლის 3 ივნისისა.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი "მომენტალური პროდუქტების მონიტორინგის ოფიცერი გორში"
მომენტალური პროდუქტების მონიტორინგის ოფიცერი - გორი
17 მაისი -
17 ივნისი