მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი

17 ოქტომბერი - 24 ოქტომბერი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ოფიცრის პოზიციაზე თბილისსა და გორში.

2017 წლიდან, საბანკო ლიცენზიის მიღებიდან კრედო წარმატებით ვითარდება და აფართოებს თავის ფილიალების ქსელს. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, ბანკი 69 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი.

გამოცდილ კანდიდატებს ჩვენ ვთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ძლიერ, პროფესიონალ გუნდთან ერთად სასიამოვნო სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საცურაო აუზის და სავარჯიშო დარბაზის დაფინანსებას;
** პროფესიულ ტრენინგებს;
** სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** სმე კლიენტების მოზიდვა;
** სმე კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** სესხის გაცემა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 24 ოქტომბრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სმე ოფიცერი თბილისი" ან "სმე ოფიცერი გორი".

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.