მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი - ბორჯომი

17 მაისი - 17 ივნისი

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ბორჯომში 

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

ძირითადი მოვალეობები პასუხისმგებლობა:

** კლიენტების მოზიდვა; 
** კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება; 
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის; 
** სესხის გაცემა; 
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; 
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების უნარი;
** ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
** ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ credo.ge-ზე სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი შიდა ქართლში").

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 მაისი