მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების ოფიცერი - სტაჟიორი

13 თებერვალი - 13 მარტი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ 2017 წელს მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

თანამდებობა: მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების ოფიცერი - სტაჟიორი (მცირე და საშუალო სესხები)
სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

პირობები სამუშაო გამოცდილების არ მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა 3 თვე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან 125 ლარი;
** პრაქტიკანტობის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

პირობები აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა 2-5 თვე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან 125 - 375 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მოზიდვა; 
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებასა და გაყიდვებში ჩართულობა; 
** კლიენტის ბიზნესის ანალიზში და შეფასებაში რჩეული სესხის ოფიცრისთვის დახმარების გაწევა; 
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; 
** მსესხებლების გაზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა; 
** კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენის შესაძლებლობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა);
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
** ძლიერი მოტივაცია და განვითარების მიღწევის სურვილი.
** პრაქტიკის გავლის შემდეგ აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მაგ. მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი სტაჟიორი - თბილისი)

გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნეთ არაუგვიანეს 2018 წლის 27 თებერვლისა.