მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი/სტაჟიორი

12 აპრილი - 25 აპრილი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ 2017 წელს მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** პროფესიული ტრენინგები;

თანამდებობა: რჩეული სესხის ოფიცერი (მცირე და საშუალო სესხები) - სტაჟირება
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.
** პირობები სამუშაო გამოცდილების არ მქონე აპლიკანტებისათვის:
** პრაქტიკანტობის ვადა 3 თვე;
** პრაქტიკანტობის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

პირობები აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა 2-3 თვე;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მოზიდვა; 
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებასა და გაყიდვებში ჩართულობა; 
** კლიენტის ბიზნესის ანალიზში და შეფასებაში რჩეული სესხის ოფიცრისთვის დახმარების გაწევა; 
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; 
** მსესხებლების გაზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლეების, ცოდნა და დაცვა; 
** კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებთ ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენის შესაძლებლობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა);
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
** ძლიერი მოტივაცია და განვითარების მიღწევის სურვილი.
** პრაქტიკის გავლის შემდეგ აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (რჩეული სესხის ოფიცერი გურჯაანში).

გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნეთ არაუგვიანეს 2019 წლის 25 აპრილი.