მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ოფიცერი

19 დეკემბერი - 25 დეკემბერი

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას თბილისის და რუსთავის ფილიალებში მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ოფიცრის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ძლიერ, პროფესიონალ გუნდთან სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საცურაო აუზის და სავარჯიშო დარბაზის დაფინანსებას.

პოზიციის მიზანი:

მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცრის მთავარი მიზანია, მოემსახუროს მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე მომხმარებლებს სს "კრედო ბანკი"-ს საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად.

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

** მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მოზიდვა;
** ​"კრედოში" არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** პორტფელის და მსესხებლების შენარჩუნება / გაზრდაზე ზრუნვა;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** პორტფელის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** კომპანიის კორპორატიულ ელფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის;

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების/საბანკო საქმის/იურიდიული მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
** ძლიერი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენის გამოცდილება;
** ​ექსელის ცოდნა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ძლიერი მოტივაცია და განვითარების სურვილი.

რეზიუმეების გამოგზავნის დედლაინი: 25 დეკემბერი

რეზიუმეებს აგზავნით ელფოსტაზე: cv@credo.ge. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: სმე ოფიცერი