კლიენტთა მრჩეველი - რეზერვი

17 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვის ცენტრებში კლიენტთა მრჩევლის სარეზერვო პოზიციაზე.

სარეზერვო პოზიციის თანამშრომლები ძირითადად მუშაობენ უწყვეტად. სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებასთან ერთად სარეზერვო თანამშრომლებს ექნებათ პერსპექტივა ლოგიკურ ვადაში დაიკავონ მუდმივი საშტატო ადგილი.

კლიენტთა მრჩეველი პასუხისმგებელია სერვისცენტრში საბანკო მომსახურების გაწევაზე. მოვალეობები შეიცავს საცალო/საკრედიტო ფუნქციების ყოველდღიურ შესრულებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ძლიერ, პროფესიონალ გუნდთან სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საცურაო აუზის და სავარჯიშო დარბაზის დაფინანსებას.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
** კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
** კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
** სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
** სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
** უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
** ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** თვითმოტივირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კლიენტთა მრჩეველი რეზერვი - თბილისში.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 31 ოქტომბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი