კლიენტთა მრჩეველი - რეზერვი

20 აპრილი - 05 მაისი

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე. კლიენტთა მრჩეველი პასუხისმგებელია სს "კრედო ბანკის" (კრედო) სერვისცენტრების საბანკო მომსახურების გაწევაზე, კრედოს მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიიდან გამომდინარე. მოვალეობები შეიცავს საცალო/საკრედიტო ფუნქციების ყოველდღიურ შესრულებას.

სამუშაო ადგილი: ცაგერი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. #გახდიკრედოელი

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** "კრედოში" არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა; 
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
** კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
** კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
** სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
** სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
** უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით. 

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
** ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** თვითმოტივირებულობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ გაქვს მონდომება და განვითარების სურვილი, გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება (კლიენტთა მრჩეველის რეზერვი ცაგერში).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 მაისი.